top_leaderboard
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: საქართველო რამდენიმე თავით წინ დგას უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე

„ის, რომ დღეს საქართველოსთან უკვე არ არის გახსნილი მოლაპარაკებები, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, რამეთუ ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ვიტყვით – საქართველო ბევრი პუნქტით, რამდენიმე თავით წინ დგას უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება.

„დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 9 დათქმა შესრულდეს. მიღებული არის შესაბამისი კანონპროექტები და ეს პროცესი გრძელდება. სწორედ ამ დამსახურებაზე და იმ შედეგებზე დაყრდნობით, რომელსაც ქართული მხარე აღწევს, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ სამართლიანად ჩვენი ევროპელი კოლეგები გაითვალისწინებენ ქართული მხარის დამსახურებას, გეოპოლიტიკურ ვითარებას და იმ შემდგომ ნაბიჯს, რომელიც აქამდე უნდა მიგვეღო, რა თქმა უნდა, ისინი დროულად მიიღებენ გადაწყვეტილებას და გახსნიან მოლაპარაკებებს საქართველოსთან“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ