პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანას ავნოს.
სუბარი სანქციების გვერდის ავლის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს დაადასტურა საერთაშორისო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ისინი იყვნენ საქართველოში ჩამოსული. მათ ჩამოსვლას წინ უძღოდა დიდი და შრომატევადი საქმე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.