logo_geo
eng_logo
მარკ ჰაიმანი: 5 რამ, რასაც დაუყონებლივ გავაკეთებდი სიმსივნე რომ აღმომაჩნდეს
- +

9 თებერვალი. 2020. 00:39

 

 

 

აშშ-ში ცნობილმა ექიმმა და მეცნიერმა მარკ ჰაიმანმა დაწერა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში. გთავაზობთ მისი ტექსტის ნაწილობრივ თარგმნას:

 

მარკ, რას გააკეთებ სიმსივნის დიაგნოზი რომ დაგისვან?“ – მოულოდნელად მეგობარმა ასეთი კითხვა დამისვა.

 

სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში სიმსივნეს ძალიან ხშირად ვაწყდები, როგორც ოჯახში, ასევე პაციენტებთან. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციული მედიცინა არასწორად, დრომოჭმული კატეგორიებით აზროვნებს, როცა საქმე ონკოლოგიას ეხება.

 

ჩვენ შესანიშნავად ვისწავლეთ მისი ამოჭრა, მოწვა და ქიმიოთერაპიით ამოკვეთა, მას რადიაციულ სხივებს ვასხივებთ და ნარკოტიკებით ვბომბავთ, მაგრამ სიმსივნის მიზეზები მკურნალობას მაინც არ ექვემდებარება.

 

საბედნიეროდ, ალტერნატივა გვაქვს. ეს „სიმსივნის მიმართ ფუნქციური სამედიცინო მიდგომაა“.

 

ფუნქციური მედიცინა სპეციალისტებს და პაციენტებს დაავადების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად ერთობლივი სამუშაოს ჩატარების საშუალებას აძლევთ. ეს დაავადების დიაგნოსტირების და მკურნალობის ახალი პერსონალიზებული მოდელია.

 

დედაარსი მარტივია: თქვენ გენეტიკური ანალიზისთვის ნიმუშებს აბარებთ, ექიმები კი გეტყვიან, თუ რომელი ქრონიკული დაავადებისკენ გაქვთ მიდრეკილება და რა უნდა გააკეთოთ მათ თავიდან ასაცილებლად.

 

ამ სფეროში ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ სიმსივნე სხეულის ენერგეტიკული დისბალანსის გამო ჩნდება. დაავადება „თანდათანობით“ ვითარდება და ამიტომ ბევრი ადამიანი სიმსივნით ცხოვრობს და მის არსებობაში ეჭვიც კი არ ეპარება.

 

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სიმსივნე არასწორი ცხოვრების წესის შედეგია.

 

რა უნდა გააკეთოთ? შეცვალეთ ყველაფერი. ერთი მხრივ, ეს ონკოლოგიური დაავადების შესანიშნავი პროფილაქტიკა. მეორეც, ბევრი პაციენტი იმედოვნებს, რომ ცხოვრების ახალი წესი მათ შეცვლის და სიმსივნეს მოაშორებს. ცნობილია, რომ ორგანიზმის იმუნურ სისტემას გარკვეულ პირობებში სიმსივნის უჯრედების აღმოჩენა და მათი განადგურება შეუძლია!

 

აი, 5 რამ, რასაც გავაკეთებდი, დღეს რომ ჩემთვის სიმსივნის დიაგნოზი დაესვათ:

 

  1. შაქრის ჭამას შევწყვეტდი

 

შაქარი სიმსივნურ უჯრედებს კვებავს და მათ განვითარებას ხელს უწყობს. საშუალოდ, ამერიკელი წელიწადში 65 კგ შაქარს და 66 კგ ფქვილს ჭამს! იგივე დანარჩენ სამყაროს ეხება, სადაც 1,7 მლრდ ადამიანი ჭარბი წონით იტანჯება!

 

თუ სიმსივნის განვითარების თავიდან აცილება ან მისი გაკონტროლება გსურთ დიეტის დაცვა და ინსულინის ნორმალური დონის მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

 

უჯრედისით მდიდარი ახალი, მთელი, „ნამდვილი“ პროდუქტების მიღება და ტკბილი, გადამუშავებული საკვების მინიმუმამდე შემცირება მოგიწევთ. ასე საკუთარ თავს გამოკვებავთ, მაგრამ სიმსივნის უჯრედებს აშიმშილებთ.

 

  1. რაციონიდან ყველა იმ პროდუქტს გამოვრიცხავდი, რომელიც არ მიხდება

 

რომელი პროდუქტები? ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთ-ერთ მსხვილ კვლევაში, რომელიც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, დაადგინეს, რომ ამერიკელების დაახლოებით 35%-ს გლუტენის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა აქვს. თუ ასეთი ადამიანი ყოველდღე პურს შეჭამს, ადრე თუ გვიან სიმსივნით ან გულის დაავადებით დაიღუპება.

 

კვებითი ალერგიის მთავარი გამომწვევი რძის პროდუქტებია. ამასთან ისინი ინსულინის რეზისტენტობას უკავშირდებიან. თუ ასეთი ადამიანი რძეს მუდმივად დალევს, ცუდ განწყობას კი სტრესს ან სამსახურში დაღლილობას მიაწერს, ადრე თუ გვიან ნაწლავების ანთება ძალიან სერიოზული პრობლემად ექცევა.

 

საკუთარ თავს მოუსმინეთ. თუ რაიმე საკვების მიღების შემდეგ, რომელიც თქვენ მოგწონთ, მაგრამ არ გიხდებათ, თავს ცუდად გრძნობთ, მასზე უარი თქვით!

 

  1. ორგანიზმში ანთებით პროცესებზე ვიზრუნებდი

 

ანთება ყველა სერიოზული ქრონიკული დაავადებისკენ, მათ შორის სიმსივნისკენ მიმართული სწორი გზაა. ჩვეულებრივ ანთება წარმოიქმნება მაშინ, როცა ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, აუტოიმუნური დაავადება ან ალერგია გეწყებათ.

 

თუ დაღლილობას და სისუსტეს გრძნობთ, ომეგა 3-ით მდიდარი პროდუქტები მიირთვით. მათი საუკეთესო წყაროა: წითელი თევზი და სელის თესლი. ისინი ორგანიზმს ანთებით პროცესებთან ბრძოლაში დაეხმარებიან.

 

  1. ნაწლავების ჯანმრთელობაზე ვიზრუნებდი

 

საქმე მხოლოდ მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას არ ეხება. დღესდღეობით ბევრი მეცნიერი აქტიურად ამოწმებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ სიმსივნის მიზეზი შეიძლება მსხვილი ნაწლავის მიკრობიომი იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზეზი იმ ბაქტერიებში იმალება, რომლებიც ნაწლავებში ცხოვრობენ.

 

რა უნდა გააკეთოთ? რაც შეიძლება მეტი პრობიოტიკი და პრებიოტიკი მიიღეთ: ესაა კეფირი, იოგურტი. ასევე გჭირდებათ ფიტონუტრიენტები (ტყის კენკრა), კურკუმინი (კურკუმა) და რესვერატროლი (ბევრია ღვინოსა და ყურძენში). ასე ნაწლავებში ანთებით პროცესებს შეაფერხებთ.

 

  1. ტოქსინებს თავს ავარიდებდი

 

საშუალოდ ახალშობილი ამქვეყნად 287 ქიმიკატით იბადება, რომლებიც მის ჭიპში მდებარეობენ. ზოგიერთი მათგანი ნეიროტოქსიკურია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტოქსინების ბოროტი შედეგის სრულად თავიდან აცილება არავის შეუძლია.

 

თუმცა მისი შემცირება შეიძლება! პირველ რიგში, პესტიციდებს, ფტალატებს, ბისფენოლ A-ს, ანტიპირენებს, მძიმე ლითონებს (პირველ რიგში, ვერცხლისწყალი და ტყვია).

 

როგორ გავაკეთოთ? არ შეიძინოთ სასმელი პლასტმასის კონტეინერში. რთული ნახევარფაბრიკატები არ მიირთვათ. დიდი ქალაქების ცენტრებში სეირნობას თავი აარიდეთ: ავტომობილების საცობის დროს ატმოსფეროში მოხვედრილი ტყვია სახიფათოა, თუ მისი კონცენტრაცია ჩვეულებრივზე მაღალია.

 

გახსოვდეთ: სიმსივნე განაჩენი არაა. თუ სათანადო ძალისხმევას გაიღებთ, დაავადების დამარცხებას შეძლებთ. თქვენი ამოცანაა არა მხოლოდ ექიმების, არამედ საკუთარი თავის იმედიც გქონდეთ! ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი შანსები გაზარდოთ!

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner