logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- +

15 თებერვალი. 2020. 02:06

 

 

ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მოგზაურობის სქემის საფუძველზე მოხდა.

 

4 თებერვლის შემდეგ, ეს ახალ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner