logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: 35-მდე ნიმუშიდან ყველა უარყოფითია
- +

18 მარტი. 2020. 01:14

 

 

ქუთაისის, ბათუმის და ლუგარის ლაბორატორიებში 35-მდე ნიმუში გავტესტეთ და საბედნიეროდ, ყველა უარყოფითია.დადასტურებული რჩება კორონავირუსის 25 შემთხვევა”,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ნიმუში გახლავთ კვლევაში.

 

საქართველოში კვლევების დეცენტრალიზაცია დაიწყო და ლუგარის ცენტრთან ერთად, კორონავირუსზე ტესტები უკვე ქუთაისსა და ბათუმშიც ტარდება.

 

როცა ეპიდემიაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდში ყოველთვის ის აღწევს პიკს. მე შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, ვინაიდან ახალი შემთხვევების რიცხვი მხოლოდ ჩინეთში იკლებს. მაგალითად, დღეს იქ მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთს გარეთ, მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში უკვე 60 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული. ყველა ამ ქვეყანაში ფიქსირდება შემთხვევების ზრდა და ეპიდსიტუაცია უარესდება. საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და ჩვენთანაც დაფიქსირდება შემთხვევათა მატება, მაგრამ უნდა ვიყოთ ყოველმხრივ მზად და არ მივეცეთ პანიკას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner