logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ინფექციის ზრდის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია
- +

18 სექტემბერი. 2020. 22:56

 

 

 

ჩვენ მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ მისი მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბატონ გიორგის და ბატონ კალოიანის იგივე მოსაზრება, მე მართალი რომ გითხრათ, არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თუ ის ასე ამბობს - ასეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

ეს იმდენად შეუძლებელია, რომ ჩვენ, აპრიორი, არ უნდა შევეცადოთ შეჩერებას, პანდემიის ტალღის შენელებას, რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევები რომ გვქონდეს ამისთვის ღონისძიებების გატარებას, რაც შეიძლება ნაკლები სიკვდილობა რომ გვქონდეს ამისთვის ძალიან აქტიური ღონისძიებების გატარებას იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, მთავარი ეს არის დანაკარგი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლის. სოფისტურად მიმაჩნია მსჯელობა, როცა ფორმალურად სწორი მსჯელობით აკეთებ არასწორ დასკვნას. ეს არის სოფისტიკა, რომ რესპირაციული პანდემიური პოტენციალის მქონე ინფექციის შეჩერება შეუძლებელია და ამიტომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. მთლიანად შეჩერება შესაძლოა შეუძლებელია, ისიც ზოგ შემთხვევებში, გააჩნია პანდემიას და გააჩნია ინფექციას," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner