logo_geo
eng_logo
დავით ბუხრიკიძე: „მეფე ლირი“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე გამორჩეულ პრემიერას
- +

1 ივნისი. 2016. 18:02


თეატრმცოდნე დავით ბუხრიკიძე თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლის „მეფე ლირის" შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


მეფე ლირი" თუმანიშვილის თეატრის სცენაზე ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე გამორჩეულ პრემიერას, რომელიც ამ თეატრს ბოლო წლების განმავლობაში არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ გეწაძის უბრალო და სამუშაო" რეჟისურით, შოთა გლურჯიძის კონცეტუალური და მინიმალისტური მხატვრობით, ზურა ყიფშიძის ფლისღვითა და ენერგიით, მანანა ანთაძის შესანიშნავი, ცოცხალი და თანამედროვე თარგმანით გამორჩეულ ნამუშევარს (რომელიც სხვათა შორის, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიით აღინიშნა!), ნამდვილად ეყოლება მაყურებელი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ლირი" ქართველების საყვარელი მამა-შვილური" ტრაგედიაა და მეორეც, უკვე დიდი ხანია პუბლიკას ასეთი შინაგანი დრამატიზმით დაღდასმული ზურა ყიფშიძე სცენაზე არ უნახავს!


...
აქტუალური, ცოცხალი, ფეთქებადი, ქმნადი და მეტ-ნაკლეად დამაჯერებელი იმპროვიზაციებით გაჯერებული წარმოდგენა, ისევ როგორც, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი. უხილავი და ნეიტრალური" რეჟისურა, მთლიანად მსახიობთა შესაძლებლობასა და ძალისხმევას ეყრდნობა. დროდადრო ეს ჰგავს მტკივნეულ გაბაასებას წარმატებებით მოკირწყლულ თეატრის ბიოგრაფიასთან, ანუ დიდ წარსულთან, სადაც სურვილის შემთხვევაში მიხეილ თუმანიშვილის აჩრდილსაც დალანდავთ.


....
რეჟისორ ზურაბ გეწაძის სპექტაკლი თეატრისთვის ლამის მარადიულ და აქტუალურ საკითხს ააშკარავებს - როგორ გავაცოცხლოთ და წავიკითხოთ სამსახიობო და რეჟისურული თეატრის მუდმივი რითმა და ანტირითმა ?! დრომ დაადასტურა, რომ თეატრის განვითარებისთვის ეს ისეთივე წყევლა-კრულვიანი საკითხავია და ისეთივე მარადიული, როგორც დაუსრულებელი ბრძოლა ტახტისათვის ყველა დროში; როგორც განაწილებული სიყვარული თუ გაუნაწილებელი ძალაუფლება, მამების წყევლა შვილების უმადურობის გამო, და ბოლოს, როგორც თავად უილიამ შექსპირი - თეატრის მიუღწვეველი მწვერვალი, რომლისკენ მიმავალი ბილიკებიც ბევრი ბრწყინვალე რეჟისორისა და მსახიობის გვამითაა" მოფენილი", - წერს ბუხრიკიძე. 


 

right_banner
არქივი
right_banner