logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს
- +

12 აგვისტო. 2019. 19:39

 

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ ებრაულ გამოცემა „themarker.com“-ზე გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ექსპერტის შეფასებით, თუ ქართველი სამართალდამცავები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, კეზერაშვილის ექსტრადირება გარდაუვალი იქნება:

 

„ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს! იარაღით უკანონო ვაჭრობა, საერთაშორისო კორუფციული გარიგებები დღეს კვლავ გააქტიურდა ისრაელის მედიაში. ეს არის დღევანდელი სტატია. წელს, ისრაელში სამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ კორუფციულ საქმეს იძიებდნენ, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიგურირებდა. მაშინ, გამოცემა "ჰაარეცი" წერდა, როგორ დაკითხეს ისრაელში ყოფილი გენერალი გალ ჰირში და მას სხვა ბრალდებებთან ერთად, დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემა ედება ბრალად. დღეს უკვე გამოცემა „მარკერი“ წერს, რომ გალ ჰირში კეზერაშვილის მრჩეველი იყო. ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები კორუფციულ გარიგებებში ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით! თუ ქართველი სამართალდამცავები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, კეზერაშვილის ექსტრადირება გარდაუვალი იქნება!  არადა მას ისრაელში აუცილებლად გაასამართლებენ! P.S. ამ დროს კეზერაშვილი თურმე აქ ახალი ტელევიზიას ხსნის! დაგუგლეთ მაინც რაც წერს დღესაც მსოფლიო მედია კეზერაშვილზე?!“, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

 

 

https://www.themarker.com

 

 

right_banner
არქივი
right_banner