თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მრავალი მილოცვა მივიღე, ჩემთვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების გამო, მრავალი ქება და ქათინაურიც, ლექსებიც კი დამიწერეს. ამის მერე, ალბათ, თავჩაქინდრულმა უნდა ვიარო და ვიფიქრო იმაზე, როგორ გავხდე ისეთი, როგორიც თქვენ მე წარმოგიდგენივართ. დიდი მადლობა ყველას, გისურვებთ, ბედნიერად და მხიარულად გეცხოვროთ ჩვენს ტკბილ და ღირსებით აღსავსე თბილისში“, - წერს ლეკიშვილი.