logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლოს მორიგი ლახვარი „ნაცრეჟიმს“
- +

12 ოქტომბერი. 2019. 22:44

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ გადაწყვტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სტრასბურგის სასამართლოს მორიგი ლახვარი „ნაცრეჟიმს“.

 

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის, ირაკლი ბათიაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

 

სამწუხაროდ, ბოროტი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე კომპენსაცია ჩვენ უნდა ვიხადოთ. ასევე სამწუხაროდ, ამ რეჟიმთან გამოკვეთილად მებრძოლი ზოგიერთი ინდივიდი ახლა მის „გაპრავებას“ ცდილობს, ლამისაა „მზიანი ღამე“ უწოდოს იმ 9 წელიწადს. მოტივაცია მხოლოდ ერთეულთათვის გაუგებარი. ჩემთვის გასაგები, მაგრამ ამჯერად საკუთარ ვერსიებს ჩემთვის შევინახავ. ამ ჯერზე.

 

იმ რეჟიმის უტიფართა „ცირკაჩობა“ პარლამენტში ღირსეულ თუ უღირს კანდიდატებთან შოუ-„დაკითხვებით“ კი გრძელდება. ნაცსექტისადმი მხარდაჭერა კი კიდევ უფრო დაღმასვლაშია.

 

რეგიონში მზარდი ფრიად საყურადღებო გამოწვევების ფონზე (თურქეთი, სირია, აშშ, რუსეთი, ირანი) კი, ძალიან ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო…“ – წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner