logo_geo
eng_logo
“tv პირველის” ახალი გენდირექტორი სამომავლო გეგმებზე: 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას
- +

17 ოქტომბერი. 2019. 00:47

 

ტელეკომპანია „tv პირველს“ ახალი გენდირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე, ამა ვე არხის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაინიშნა. როგორც თავად  იხსენებს, თავის დროზე სამსახურიდან გამოგდებულმა ტვ ,,პირველს,, შეაფარა თავი და ყველამ ერთად ნულიდან დაიწყეს ახალი ტელევიზიის გაკეთება.

 

„მაშინვე ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა, ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომით, ვინც ტვ,,პირველი ,, დაიწყო, ოპერატორებიან, მემონტაჟეებიან, მძღოლებიან, ტექპერსონალიან, ჟურალისტებიან, პროდიუსერებიან, მენეჯერებიანად. დღეს ამაყად ვამბობ, რომ გამოგვივიდა, ახლა გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უკვე ახალი პოზიციიდან ვერთვები ამ რებრენდინგში. ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ. არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით. ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს, ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში. ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის, შესაბამისად, გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი. ჩვენი სათქმელი იგივეა და უცვლელი-ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში, აგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში, დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას” – აცხადებს ინგა გრიგოლია.

იგი მადლობას უცხადებს არხის ხელმძღვანელს ნდობისთვის.

 

“მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა ტვ,,პირველის,, მთელ გუნდს! ბევრი მადლობა! ესაა ჩემი ცხოვრების ახალი და ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა,თან ყველაზე აზარტული გამოწვევა. აი ისეთი, ახალ სიცოცხლეს რომ გაძლევს, ახალ სუნთქვას რომ გიხსნის“, - წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია.  

 

 

right_banner
არქივი
right_banner