logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს, უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება
- +

23 ოქტომბერი. 2019. 13:49

 

 

„ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს, უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება და მუდმივად იმაზე არ ფიქრობდეს, ჩრდილი როგორ მიაყენოს ყველა შედეგს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ  მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.

 

„ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად და გვეუბნება ჩვენ, ვინც წლებია ყველაფერი გავაკეთეთ ამ დოკუმენტის გასატანად. ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს, უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება და მუდმივად იმაზე არ ფიქრობდეს, ჩრდილი როგორ მიაყენოს ყველა შედეგს“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner