logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს!
- +

23 ოქტომბერი. 2019. 16:54

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

 

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს ჩვენი რეგიონების ოკუპაციას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს და გულისხმობს უმკაცრესი სანქციების დაწესებას ყველაზე, ვინც მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დარღვევაში.

 

ასევე, კანონპროექტით კონგრესი სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს კონსულტაციებისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, რაც იქნება უდიდესი ნაბიჯი გადადგმული საქართველოში სიღარიბის დაძლევისკენ.

 

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე. მხარდამჭერი აქტი კი წარმოადგენს მძლავრ მექანიზმს, ამ ორივე გამოწვევის დაძლევის გზაზე.

 

ეს ინიციატივა ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას! დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს!“ - წერს ბახტაძე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner