logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი ბართლომე: საზოგადოებაში უნდა შეწყდეს მშობლების გამო შვილებზე თავდასხმა
- +

9 ნოემბერი. 2019. 00:03

 

 

“როგორც საზოგადოებისათვს ცნობილი გახდა, ამ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ფეისნუქის საკუთარ გვერდზე ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა სიძულვილის ენით მოიხსენია ბერა ივანიშვილი, რომელმაც ამაზონის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ქველმოქმედების მიზნით გადარიცხა თანხა. ამ ფაქტს მოჰყვა ჩემი გულწრფელი აღშფოთება, რაც გამოვხატე ერთი სიტყვით, რასაც საზოგადოებაში სხვადასხვა გვარი შეფასება მოჰყვა. თუმცაღა ჩემი სიტყვა, არც წყევლა და არც სურვილი იყო მისდამი, უბრალოდ მინდოდა დამენახებინა , რომ საზოგადოებაში უნდა შეწყდეს მშობლების გამო შვილებზე თავდასხმა.

 

ვინაიდან გახლავართ მართმაიდიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი და ჩემი უშუალო მოვალეობაა სიყვარული და შენდობა, მით უფრო ამ განსაცდელის ჟამს, ჩემი ემოციური სიტყვებით არ მინდა დავუმძიმო ჯვარი მის უწმიდესობას და ვითხოვ შენდობას უფლისაგან და საქართველოს უწმიდესი პატრიარქისაგან. ყველას და მათ შორის, ჩემს თავსაც ვუსურვებ ზომიერებასა და უპირობო სიყვარულს მოყვასისას.

 

არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი)” , - წერს არქიმანდრიტი ბართლომე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner