logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ირანის სარდლობას არ ეყო კვალიფიკაცია, ტექნიკის შეძენა საკმარისი არ არის
- +

12 იანვარი. 2020. 01:46

 

 

ბრიგადის გენერალი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ირანში, უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ირანის საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიურ დონეს და სპეციალისტების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს.

 

თეირანმა აღიარა, რომ  ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული ბოინგი შეცდომით ჩამოაგდეს.

ამირან სალუქვაძის მოსაზრებით, ირანს მოუწევს გამჭვირვალედ ითანამშრომლოს დაინტერესებულ ქვეყნებთან. ის ვერ დამალავს თვითმფრინავის ფიუზელაჟზე რაკეტის საბრძოლო ნაწილის ნამსხვრევების კვალს, რადგან "ტორ"-ის ტიპის რაკეტა ფეთქდება არა მიზანზე მოხვედრით, არამედ მასთან გარკვეულ მანძილზე მიახლოებისას და საფრენი აპარატის დაზიანება ხდება ნამსხვრევებით.

 

ქართველი ექსპერტი ტრაგედიის და შეცდომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით,  ჩამოგდებული თვითმფრინავის უდანაშაულო მხსვერპლის გამო, ახლა დასჯიან მეისრეებს, ვინც რაკეტის გაშვების ღილაკს დააჭირა თითი, თუმცა პასუხისმგებელობა სახელმწიფოს მასშტაბით საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემის შექმნაზე, ყველა ქვეყანაში მთვარობას ეკისრება.


მისივე თქმით, ირანის საჰაერო თავდაცვის სპეციალისტების კვალიფიკაციის დაბალ დონეზე მეტყველებს ორი რამ:

 

  1. საზენიტო კომპლექს "ტორ"-ს აქვს ამოცნობის სისტემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოცნობის სისტემას არ იყენებს;

 

  1. ბოინგის ტიპის თვითმფრინავი ფრთოსან, ან ბალისტიკურ რაკეტაში აერევა, მხოლოდ მოუმზადებელ საზენიტო გათვლას (პერსონალს).

 

ამავე დროს, როგორც ჩანს, არ არსებობს ირანის საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემა, ერთიანი მართვით, ერთიანი საინფორმაციო სადაზვერვო ცენტრით და არ არსებობს სამხედროების სათანადო კოორდინაცია ირანის სამოქალაქო ავიაციის სანავიგაციო სამსახურთან.

 

მთელი მსოფლიო იყო მოლოდინში, რომ ირანი აუცილებლად უპასუხებდა ამერიკას გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო, მაგრამ არ იცოდნენ როდის და რით. სამაგიეროდ, ეს იცოდა ირანის ხელმძღვანელობამ. შესაბამისად, ამერიკის ბაზების წინააღმდეგ სარაკეტო შეტევის დაწყების წინ, ირანს უნდა ჩაეკეტა საჰაერო სივრცე. ავხსნი რატომ. გარდა იმისა, რომ ირანის მიერ გაშვებული რაკეტებით შეიძლება შემთხვევით დაზიანებულიყო საჰაერო სივრცეში მფრენი სამოქალაქო თვითმფრინავები, იყო სხვა რისკიც.

 

ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა იცოდნენ, რომ ამერიკის მხრიდან ირანის სარაკეტო შეტევას, შესაძლოა მოჰყოლოდა ამერიკის საპასუხო სარაკეტო სარაკეტო იერიში. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები იყვნენ მზადყოფნაში მოეგერიებინათ ამერიკული რაკეტები. ამ დაძაბულ ვითარებაში, ირანის საზენიტო გათვლებს, ასევე სარდლობას, არ ეყოთ კვალიფიკაცია. ახლა დასჯიან მეისრეებს, ვინც რაკეტის გაშვების ღილაკს დააჭირა თითი, ხოლო. პასუხისმგებელობა კი, სახელმწიფოს მასშტაბით საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემის შექმნაზე, ყველა ქვეყანაში აკისრია მთვარობას.

 

მსგავსი მასშტაბური ტრაგედიების შემდეგაც კი, სახელმწიფოები, ვერც სხვის, ვერც საკუთარ მაგალითზე, დასკვნებს ვერ აკეთებენ. 7 წელი ვისწავლე ეს სპეციალობა და მრავალი წელი ვიმსახურე, მერწმუნეთ, მხოლოდ შეიარაღების და ტექნიკის შეძენა საკმარისი არაა”, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner