logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ექსპორტმა 2019 წელს კარგი შედეგები დაგვიტოვა
- +

14 იანვარი. 2020. 12:27

 

„სადაც გაუმჯობესებაა - უნდა ითქვას, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი სამიზნეები გავიჩინოთ დასამუშავებლად“, - ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის აზრით, არასწორია თქმა, რომ ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს.

 

„ბრუნვა გაიზარდა (2.7%-ით), იმპორტი შემცირდა (0.8%-ით), ექსპორტი გაიზარდა (12.4%-ით), სალდო შემცირდა (4.8%-ით). იდეალური კომბინაციაა! აქედან გამომდინარე: პირველი, არასწორია თქმა, რომ ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს, მით უფრო ჩვენ რას ვაწარმოებთ და რა აზრი აქვს ეკონომიკურ პოლიტიკას მაშინ, როდესაც მარტო ექსპორტზე დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ($3.77 მლრდ) პროდუქცია გაქვს გატანილი და მეორე, დაველოდოთ სრულფასოვან მონაცემებს, სადაც გამოჩნდება რეექსპორტის წილიც და დარწმუნებული ვარ, მანდაც ძირითადი წილი ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ იქნება გაუმჯობესებული; ბოლოს, კმაყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ჯერ ისევ გამოწვევად რჩება: ფართო მასების დასაქმება, ხელფასების გამოთანაბრება, შრომითი უფლებები, ოლიგოპოლიები და მრავალი სხვა... თუმცა, სადაც გაუმჯობესებაა - უნდა ითქვას, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი სამიზნეები გავიჩინოთ დასამუშავებლად“, - წერს ვახტანგ ჭარაია.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner