logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობა, კიდევ გასაგებია, იყოს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ADB-ც და EBRD-ც რუსულ პროექტში მონაწილეობენ?
- +

14 იანვარი. 2020. 16:28

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

როგორც ექსპერტი წერს, ხაზარაძე მედიატორის როლში ისე შეიჭრა, რომ ლოგიკაშიც აიჭრა და საკუთარ პარტნიორებსაც კი გადასწვდა!

 

„როგორც ჩანს, თბილისის სასამართლოს ეზოში გადაბარგებულ ხაზარაძეს, ერთადერთ იმედად პერფორმანსი დარჩა, ხოლო ერთდროულად რეჟისორისა და მედიატორის როლში ისე შეიჭრა, რომ ლოგიკაშიც აიჭრა და საკუთარ პარტნიორებსაც კი გადასწვდა! საქართველოს მთავრობა, კიდევ გასაგებია, იყოს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ADB-ც და EBRD-ც რუსულ პროექტში მონაწილეობენ? პარლამენტში მოსახვედრად დაწყებულ კასტინგზე ასეთ „სიბრძნესაც“ არ ველოდი.... 18-დან 2 სასამართლო პროცესზე გამართული პერფორმანსიდან, ორივეგან სრული ფიასკო: საქართველო VC სომხეთი და ახლა ADB და EBRD-ც რუსულ პროექტებში...შემდეგს დაველოდები...

 

დღევანდელი მისი წარმოდგენაც, რომელიც ქვეშეთი-კობის მონაკვეთის, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილია, რუსეთისათვის ხელშემწყობ ნაბიჯად გამოცხადება და მერე რუსულ ტანკებთან დაკავშირება, თითქოსდა ამ პროექტს სხვა და პირველ რიგში მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა არ ჰქონდეს, სხვა არაფერზე არ მიუთითებს.

 

დავიწყოთ წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით.1. არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და ბუნებრივ მარშრუტზე და წელიწადში 98 დღის განმავლობაში დაკეტილია სატრანზიტო მოძრაობისათვის, ანუ მისი ეკონომიკური პოტენციალი არის დაბალი, ხოლო თავად ხეობა არის პრაქტიკულად ამოვარდნილი საერთო ეკონომიკური განვითარების კონტექსტიდან.

 

დღეს არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ სულ 11 კილომეტრით მცირდება. გარდა ამისა, ლამის ზამთრის საცობად ქცეული თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო იდეალურ შემთხვევაში 3 საათია, რეალურად გაცილებით მეტი, პროექტის დასრულების შემდეგ კი 1 საათით შემცირდება და ორი საათი იქნება, რაც თუნდაც ბიზნეს გადაზიდვების თვალსაზრისით პატარა ეფექტი არ არის, ტურისტულ ნაკადებზე და ამ ხეობის ეკონომიკურ მხარეზე არაფერი რომ არ ითქვას.

 

  1. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. 9 კმ-იანი გვირაბი, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

 

პროექტის ფარგლებში, ასევე, აშენდება 550-მეტრიანი თაღოვანი ხიდი, რომელიც წარმოადგენს ურთულეს საინჟინრო კონსტრუქციას და ამ ეტაპზე საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. იგი, არქიტექტურული თვალსაზრისით, ორგანულად ჩაეწერება არსებულ ლანდშაფტში და სამომავლოდ საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იქნება.

 

  1. ახლა კი მთავარზე, პროექტის დამფინანსებლები 415 მილიონი აშშ დოლარით აზიის განვითარების ბანკია, ხოლო თანადამფინანსებელი „იბიარდია“ 60 მლნ აშშ დოლარით, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები ის უმსხვილესი ავტორიტეტული საერთაშორისი საფინანსო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ერთი „თიბისი ბანკის“ აქციონერია, ხოლო მეორე აზიის განვითარების ბანკი პარტნიორია, რომელმაც გასულ წელს ბანკის 100 მილიონამდე ობლიგაციური სესხის მოზიდვა უზრუნველყო. და რა გამოდის, რუსულ პროექტში არიან ჩართულები? ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

ინფორმაციისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში გზის მშენებლობა რუსეთის ინტერესში შედის. მისი თქმით, რუსეთს ტანკების კომფორტულად შემოსვლის საშუალება ეძლევა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner