მოკლული იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი - მხოლოდ ეს იყო შენი სურვილი, ყველა ფიქრი, თითოეული ნაბიჯი შენი შვილის მკვლელობას უკავშირდებოდა, ვერ ამოისუნთქებდი, სანამ მკვლელები არ დაისჯებოდნენ, ამიტომაც სადისტურად მოგისწრაფეს სიცოცხლე.
როგორ იმედიანად შეჰყურებდი ევროპის სასამართლოს, რომელიც იმას იტყოდა, რაც თავადაც იცოდი. ნეტავ, თუ გაიგე და გესმის....
ხუთი წელი გავიდა შენი ვერაგული მკვლელობიდან. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ შენ მოურჩენელ ტკივილად დარჩი ჩვენს გულებში. რამდენადაც დიდი იმედი იყავი, იმდენად დიდ ტკივილად იქეცი, შენს შემდეგ ცხოვრება გაუფერულდა“, - წერს მანანა ვაზაგაშვილი.