logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სიღარიბე ზოგჯერ ისეთ სიღრმეში შედის, რომ ამ უფსკრულიდან ამოსვლას ვერც სოცდახმარება შველის და ვერც მრავალჯერადი ქველმოქმედება...
- +

5 თებერვალი. 2020. 15:10

 

 

„სიღარიბე ზოგჯერ ისეთ სიღრმეში შედის, რომ ამ უფსკრულიდან ამოსვლას ვერც სოცდახმარება შველის და ვერც მრავალჯერადი ქველმოქმედება“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუმცა, კონკრეტული ოჯახებისთვის ერთიც სასიცოცხლოა და მეორეც. ყველას გვყავს ნაცნობი ან მეგობარი, რომელიც სიღარიბეს უბრალოდ ვეღარ ერევა. მიფიქრია, კაცი 50 ლარს რომ ითხოვს, სამჯერ, ოთხჯერ მეტი უნდა მისცე, თუ მისი გაჭირვებიდან დახსნის სურვილი გაქვს და არა თავიდან მოშორების. პირობითად 50 ლარი კონკრეტულ საჭიროებას ხმარდება და დახმარების მთხოვნელი სხვა 50 ლარის ძიებაში ახალ გაჭირვებაში ვარდება, ასე ღრმავდება მისი ქრონიკული სიღარიბე. ამიტომ გაჭირვებულ კაცს რომ ვეხმარებით, ნუღარ გავუბრაზდებით, რატომ არ ეყო, რაც ვაჩუქეთ. არ ეყოფა, ვიდრე არ გავუჩენთ საქმეს, რომლითაც ეს კაცი ნაბიჯ-ნაბიჯ სიღარიბის ფსკერიდან ამოვა. ეს უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა. ისეთი ნიადაგი, პირობები შექმნას ქვეყანაში, როცა ადამიანს სიღარიბის ფსკერიდან ამოსვლის პერსპექტივა და იმედი ექნება“, - წერს ინაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner