logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: როგორც ჩანს, ეს ნათელაშვილის ბუნებრივი მდგომარეობაა!
- +

14 თებერვალი. 2020. 11:37

 

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შალვა ნათელაშვილი: „ჰიტლერზე ადრე გებელსმა მოიკლა თავი... გებელსს ჰქონდა ზნეობის რაღაც ნატამალი...“ („მთავარი არხი“, 9 თებერვალი).

 

ამ სურათზე თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებსაც, ნათელაშვილის კრიტერიუმებით, „ზნეობის ნატამალი ჰქონდათ“ და რომლებსაც იმდროინდელ გერმანიაშიც ბევრი თვლიდა „პოლიტიკურ პატიმრებად“!

 

რას იტყოდა შალვა ნათელაშვილი, 1946 წელს, ნიურნბერგის პროცესზე რომ ყოფილიყო?!

 

დაახლოებით იმას, რაც თქვა უგულავას დაპატიმრების დროს, როცა ჟურნალისტმა უგულავას შესახებ მისი ადრინდელი განცხადებები შეახსენა.

 

შალვა ნათელაშვილი: „როდესაც ადამიანი გახდება დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და რეპრესირებული, მასზე ვინ რას ამბობდა გუშინ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც ზნეობრივად. გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე. ზეგ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი“. (10 თებერვალი).

 

ესე იგი, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია ისტორიულად, პოლიტიკურად და ზ ნ ე ო ბ რ ი ვ ა დ იმას, ვინ რას ამბობდა გუშინ!

 

ზნეობრივადო!

 

როგორც ჩანს, ეს ნათელაშვილის ბუნებრივი მდგომარეობაა!

 

ჰოდა, რა ზნეობაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც 21-ე საუკუნეში ფიქრობს, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უსასტიკეს ჯალათს „ზნეობის რაღაც ნატამალი ჰქონდა“?!

 

  1. S. ჰო, ჯერ ჰიტლერმა მოიკლა თავი და მერე გებელსმა“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner