logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: „საინტერესოა, „ვეფხისტყაოსანი" როდის დაწერილი ჰგონია?!
- +

25 თებერვალი. 2020. 12:39

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას ფეისბუქ-პოსტს ეხმიანება და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

საინტერესოა, „ვეფხისტყაოსანი როდის დაწერილი ჰგონია?!

 

ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, გოგებაშვილის სულს რომ მიმართავს. თანაც, ლოგიკასთან რა მწყრალადაა! ჯერ - როგორ შეიძლება, ასი წლის წინანდელი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთო?! შემდეგ: დღეს საშინელ სახელმძღვანელოებს წერენო?! ღმერთო, დაგვიფარე ამათგან!

 

P.S. დააკვირდით, იაკობი როგორ იღიმება, თითქოს თავაწეულ ფუყე თავთავს დასცინისო...“- წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

ცნობისთვის, ფემინისტმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იაკობ გოგებაშვილისეული „დედაენის” სკოლებში დაბრუნება არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner