დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„აგვისტოს ომის დროს და შემდეგ ბანკები ომში მყოფ, ჩვენთვის თავგანწირულ ჯარისკაცებსაც კი ჯარიმებს აკისრებდნენ სესხების გადაცილების გამო. მოდით, უბრალოდ შევადაროთ ის არაადამიანურობა იმ თანადგომას, რომელიც დღეს მთავრობამ შესთავაზა ბიზნესს, იმ გვერდში დგომას, რომელსაც მერია უცხადებს სოციალურად დაუცველებსაც და ყველას, ვისაც კორონას პერიოდი აზარალებს. მადლობა ყველას, დიდიდან დაწყებული, პატარით დასრულებული. თანადგომით ყველაფერს მოვერევით!“ - წერს ირმა ზავრიშვილი.