logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: სიტუაციისათვის სასარგებლო იქნება, პირი აუკრან გაქცეულ ექს-პრეზიდენტსაც
- +

21 მარტი. 2020. 11:57

 

 

„ქართული ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ხელისუფლებისთვის სარმის გამოდების ტრადიციას არ ღალატობს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო ვითარებაა შექმნილი, სრულიად ახალი რეალობა, მსგავსი სიტუაცია არასდროს (ან ძალზე იშვიათად) თუ ყოფილა, ქართული ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კი ამას ვერ აცნობიერებს და პოლიტიკურ ამბიციებს, ხელისუფლებისთვის სარმის გამოდების ტრადიციას არ ღალატობს - პარტიული ოფისებიდან და ტრიბუნებიდან ე.წ. „ანტივირუსულ იდეებს“, „წინადადებებს“ და რჩევა-რეკომენდაციებს აძლევს მთავრობას.... „შუამავლობას“ სთავაზობს რომელიღაც კომპანიებთან...

 

და ეს იმის ნაცვლად, რომ ყბედობას მოუკლოს და პრაქტიკულად რაღაც სასარგებლო საქმე გააკეთოს, თუნდაც პარტიული სალაროდან ფული დახარჯოს და ვირუსისაგან მეტ-ნაკლებად დამცავი საშუალებები შეიძინოს (თანაპარტიელებისათვის მაინც), აუცილებელი აპარატურა იყიდოს ან რაიმე სასიკეთო ინიციატივა-პროექტი წამოაყენოს, თვითონ დააფინანსოს და ხელისუფლებასთან შეთანხმებით თვითონვე განახორციელოს.

 

ასევე სიტუაციისათვის სასარგებლო იქნება, პირი აუკრან გაქცეულ ექს-პრეზიდენტსაც (არადემოკრატიული მეთოდია, მაგრამ რეალური სიტუაცია ამას გვკარნახობს), რომელიც ენას არ აჩერებს და კორონავირუსის რეცეპტების წერას აუტანია.

 

ოპოზიციის მხარდამჭერები ევროპარლამენტიდან რომ ყოველდღიურად გვმოძღვრავდნენ, ახლაც აამოქმედონ თავიანთი ევროპული კავშირები და სასიკეთო, რეალური საქმე გააკეთონ საქართველოსთვის“, - წერს სიმონ კილაძე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner