logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვემსახურებით საქართველოს!
- +

23 მარტი. 2020. 04:00

 

 

"მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 


"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

 

კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.

 

ვემსახურებით საქართველოს!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner