logo_geo
eng_logo
ლევან რამიშვილი: ვირუსმა რომც გადაიაროს, ორიოდ წელი დარჩა, როგორც ამას ყველა მეცნიერი და ეკოლოგი აღიარებს
- +

24 მარტი. 2020. 01:28

 

 

მწერალი ლევან რამიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი საუკეთესო შანსია ადამიანის “აზრზე მოსასვლელად”. ის აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

 

“დღეს, როგორც არასდროს, ვგრძნობ, რომ ერთი ორგანიზმის – კაცობრიობის ნაწილი ვარ… და ეს ორგანიზმი ავადაა, იმდენად, რომ მის გამო დედამიწას სულ ორი დღე-ღა დარჩა, მას კი ფეხებზე კიდია. .. კორონავირუსმა ის თავის ადგილზე მოსვა, ჩვენ, ყველა- ყრუები და ბრმები – მოგვსვა… და ღირსებიც ვართ. დღეს საკითხი ასე დგას – ან დედამიწა გადარჩება, ან ადამიანი, ან… ან ადამიანი აზრზე მოვა. ეს ვირუსი მგონი ამის ბოლო შანსია. დააკვირდით: ეს ვირუსი, როგორც ბევრი სხვა, ცხოველების ჭამის გამო გაჩნდა. რატომ ბოსტნეულისგან არ ჩნდება ვირუსები?.. უნდა მივხვდეთ როგორმე, რომ ჩვენ ფრანგები, ჩინელები, შავები და თეთრები კი არა ვართ, არამედ მხოლოდ ცოცხალი არსებები და სხვა ცოცხალ არსებებს (მათ შორის, დედამიწას) სიყვარულით უნდა მოვექცეთ და არა – გამომყენებლურად, უგულოდ, ჯალათურად… ამას თუ ვერ მივხვდებით, როგორც ჩანს, ვერ გადავრჩებით ფიზიკურად. ვირუსმა რომც გადაიაროს, მაინც სულ ორიოდ წელი დარჩა, როგორც ამას უკვე თითქმის ყველა მეცნიერი და ეკოლოგი აღიარებს”, – წერს ლევან რამიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner