logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: ექიმებსაც სჭირდებათ თურმე ღვთის წყალობა?
- +

27 მარტი. 2020. 03:15

 

 

„ღვთის წყალობითო?! ექიმებსაც სჭირდებათ თურმე ღვთის წყალობა?“ - ასე ეხმიანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამირან გამყრელიძის განცხადებას.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა:

 

 

„თუ მომავალი ერთი თვე ასეთი დუნე გზით წავედით, შემთხვევების ზრდა იქნება. არ გვინდა რომ ეს იყოს ასეულები. 5–10–15 შემთხვევა თუ იქნება დღეში, ამას მოერევა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რთული იქნება, თუ ეს ნახტომისებური იქნება. ნახტომისბერი ჯერ არ არის ღვთიწყალობით“.

 

 

ამირან გამყრელიძის ეს განცხადება ჯაღმაიძემ ფეისბუქზე გააზიარა და წარწერა დაურთო.

 

 

„ღვთის წყალობითო?! ექიმებსაც სჭირდებათ თურმე ღვთის წყალობა?

 

 

“თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი” (ფს.126.1)“,- წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner