„მალე დასრულდება ზამთარი ჩვენს ცხოვრებაში და დათბება მომავლის იმედით!“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს.
„იერუსალიმში ქრისტიანმა, ებრაელმა და მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს....
სასწაულია ღმერთის ძალა - საუკუნეებით მოქიშპე რწმენის ხალხი ერთად შეყარა და ერთად ევედრებიან გადარჩენას და დახმარებას! ახლა მაინც მოიდრიკეთ თავი უფლის წინაშე და გაერთიანდით სიყვარულით, მიტევებით და ერთიმეორის იმედად გავაძლიეროთ არამარტო ჩვენი სამშობლო, არამედ მთელი სამყარო!
ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ამ მსოფლიო განსაცდელმა სრულიად მსოფლიო შეცვალა! უყვარს უფალს დედამიწა, თორემ ისე მოვიდოდა, როგორსაც ვიმსახურებთ, მაგრამ ასე ძლიერ უყვარს კაცობრიობა, აზრზე მოსაყვანად უბრალოდ განსაცდელი მოგვივლინა, ისევ რომ გადავრჩეთ... უბრალოდ, მომავალში ისე ვიცხოვროთ, რომ ღმერთი არ დავივიწყოთ! აი, ეს არის მთავარი! მალე დასრულდება ზამთარი ჩვენს ცხოვრებაში და დათბება მომავლის იმედით! გიყვარდეთ და მალე განათდება... აუცილებლად განათდება“, - წერს ლუკა კურტანიძე.