ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ინტერიერის დიზაინერი მარიტა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვიმყოფებით ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკში, ასე თქვათ ეპიცენტრში და მოგეხსენებათ აქაური მდგობარეობა. ჩემს ერთ მეგობარს აქვს ვირუსის სიმპტომები: ხველა, სიცხე, სისუსტე.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აქ საავადმყოფოებში თვითნებურად მისვლა აკრძალულია, შესაბამისად დარეკა ოჯახის ექიმთან და აცნობა მდგომარეობის შესახებ.
პასუხი იყო ასეთი: ,,შესაძლოა იყოს Covid-19, მაგრამ აქ არ მოხვიდეთ, ისეთი სიტუაციაა უარესად დაინფიცირდები. ტესტს მაინც ვერ გაგიკეთებთ იმიტომ, რომ არ გაქვთ გართულებული სიმპტომები და რომც გაგიკეთოთ და დაგიდასტურდეთ მაინც ვერ დაგაწვენთ და სახლში უნდა იმკურნალოთ. ასე რომ ჩათვალეთ გაქვთ ვირუსი და იმკურნალეთ და იყავით იზოლაციაში".
კითხვაზე რა მედიკამენტები მიეღო უპასუხა, რომ არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ ის პირდაპირ ურტყამს იმუნურ სისტემას, დანარჩენი რაც შვებას მოგცემთ და ფიქრობთ, რომ გშველით რომელიმე სიმპტომის შესამსუბუქებლად ის მიიღეთო, მე ვერაფერს დაგინიშნავთო.
მაინტერესებს საქართველოშიც ასეთი მიდგომაა?“ - წერს მარიტა კაპანაძე