ია მეტრეველი სოციალურ ქსელსი ემოციურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და ემოციები კრიმინალი ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვარ ძალიან აღელვებული და გულნატკენი, პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, ალბათ იმიტომ მიიღო, რომ არ მისცა ოპოზიციას, არეულობის მოწყობის საშუალება. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და აწყობთ არეულობა და რევოლუცია.
თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ რევოლუცია მათ არანაირად არ გამოუვათ, რადგან რევოლუციას ხალხი აწყობს, მათ კი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ. კარგად ვნახეთ მათ მიტინგებზე, ორი კინკილა ხალხი ვძლივს რომ გამოჰყავდათ.
ასევე მინდა აღვნიშნო რომ შეწყალება, გულისხმობს დამნაშავეების მიერ დანაშაულის აღიარებას. ისინი გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები და არა როგორც პოლიტ. პატიმრები. დიდი იმედი მაქვს ოქტომბერში დიდი გამარჯვებით, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ, კრიმინალ ნაცებს, რის შემდეგაც ქვეყანა ნამდვილად ამოისუნთქებს.“- წერს მეტრეველი.