logo_geo
eng_logo
„პოლიტპატიმრის“ წლის აღიარება - ანდრია გვიდიანი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე
- +

20 მაისი. 2020. 15:07

 

 

„შეხედეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები“. „პარტიები“ და მარტივად უპასუხებთ შეკითხვას, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში“,- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმიანება.

 

ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, - „ეს შეცდომა ჩვენ, კარგი გაგებით, მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა“.

 

ანდრია გვიდიანის თქმით, ეს „პოლიტპატიმრის“ წლის აღიარებაა.

 

„ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტია ოქრუაშვილი; რომელი ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია ხოშტარია; ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის აგენტის პრესმდივანი იყო მაქარაშვილი; რომელი ქვეყნის არამეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა დიღმელაშვილი; ამას დაამატეთ, რომელ ქვეყანას ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები სააკაშვილმა და ბოკერიამ; ამას დაამატეთ, ვის სასარგებლოდ დააბრალეს საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყება და ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას კანდელაკმა, გაბაშვილმა, თაქთაქიშვილმა, დარჩიაშვილმა და თარგამაძემ; ამას დაამატეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ტერარიუმში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები“ და მარტივად გასცემთ პასუხს შეკითხვას - ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში“,- წერს ანდრია გვიდიანი. 

https://www.facebook.com/100000260903139/posts/3239673546051310/?d=n  

 

 

right_banner
არქივი
right_banner