ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:
„13 წლის წინ მოკლეს გურამ შარაძე!
13 წელი აწამებენ და ატყუებენ რუსო შარაძეს!
სამწუხაროდ არ მიკვირს, რადგანაც საქართველო არის ქვეყანა სადაც დაუსჯელად კლავენ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, საზოგადო მოღვაწეებს, აწყობენ სისხლიან გადატრიალებეს, იწყებენ ომებს, აუბედურებენ ასიათასობით ადამიანს და ამისთვის არავის არასდროს სჯიან!
ყოველივე ამის შემდეგ კითხვა მებადება - ვართ კი საერთოდ ქვეყანა?!“ - წერს გოგლა ჟვანია