logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიაზე: ვინ და რამ „აიძულა“, დაემალა ინფორმაცია ასეთი მძიმე დანაშაულის შესახებ
- +

16 ივნისი. 2020. 15:35

 

 

„იქნებ ახლა მაინც მივიდეს ან დაიბარონ პროკურატურაში, რათა დადგინდეს მისი, ასევე, უკრაინელების „დუმილისა“ და „შეუტყობინებლობის“ პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები“, - ასე ეხმიანება „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა.

 

მისი თქმით, ყველაზე მთავარია ნიკა გვარამიას „შეუტყობინებლობის“ მიზეზი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს, რადგან მათმა ეფექტიანმა მუშაობამ გადაარჩინა არა მხოლოდ ერთი ადამიანის და ჟურნალისტის სიცოცხლე, არამედ თავიდან იქნა აცილებული საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა, ქაოსი, არეულობა და დესტაბილიზაცია. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარია ნიკა გვარამიას „შეუტყობინებლობის“ მიზეზი (რაც სისხლის სამართლის დანაშაულია), ვინ და რამ „აიძულა“, დაემალა ინფორმაცია ასეთი მძიმე დანაშაულის შესახებ, თან როცა გიორგი გაბუნიაზე, მის მეგობარსა და კოლეგაზეა საუბარი. იქნებ ახლა მაინც მივიდეს ან დაიბარონ პროკურატურაში, რათა დადგინდეს მისი, ასევე, უკრაინელების „დუმილისა“ და „შეუტყობინებლობის“ პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივები“, - აცხადებს ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner