logo_geo
eng_logo
თამარ კიკნაძე: გიორგი გაბუნია სამგლე გოჭივით არის ატეხილი
- +

17 ივნისი. 2020. 21:08

„BS info“ პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის განცხადებას ავრცელებს, რომელიც გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს:

 

"გვარამია აცხადებს, რომ გაბუნიაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იცოდა. თუ იცოდა, რატომ არ განაცხადა? ქართული სპეცსამსახურები რუსებთან არიან "შეკრულები" და აზრი არ ქონდაო. ჩემი შენ გითხარიო! გიორგი გაბუნია კი სამგლე გოჭივით არის ატეხილი. ნეტავ თვითონ თუ ხვდება რა შარშია გახვეული? მისი თანაგუნდელები ისე გაიმეტებენ სასიკვდილოდ, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ - ისე, როგორც მაკკეინის რეიტინგის ასამაღლებლად და პირადი გამორჩენისთვის საქართველო გაიმეტეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და სტრატეგიული ტერიტორიები და ობიექტები ჩააბარეს რუსებს.

 

მერე პუტინს აგინეს მკვდარი დედა და მისი საფლავი. იქნებ როგორმე მოეწყოთ ახალი პროვოკაცია და მორიგ შარში გავეხვიეთ. ახლაც ვერ ისვენებენ, ეტყობა, ახალ უბედურებას გვიმზადებენ მოახლოებული არჩევნების წინ."- წერს თამარ კიკნაძე

right_banner right_banner
არქივი
right_banner