logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: საქართველომ კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა!
- +

29 ივნისი. 2020. 15:26

 

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„საქართველომ კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა!

 

  • საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია.

 

  • შეთანხმება, რომლის ტექსტსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს, ბოლომდე შესრულებულია.

 

  • პოლიტიკური ხელშეკრულების მიზანი მიღწეულია.

 

ძლიერი და მოჭარბებული სურვილის მიუხედავადაც კი, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა საკუთარ პოლიტიკურ ვნებებს უნდა სძლიოს და იყოს კორექტული როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომელთა როლი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია.

 

ზომიერება, გონიერება, ზრდილობა და რაციონალურობაა დასავლური ღირებულებები, მათი ქმედებაში ასახვა კი - პროდასავლურობის საზომი.

 

მხოლოდ სიტყვები აღარ კმარა უკვე დიდი ხანია. Pacta sunt servanda. მტყუანისა და მართალის მსაჯული კი მხოლოდ ხალხია.

 

წარმატებები ქვეყნის განვითარების ყველა გულწრფელ გულშემატკივარს“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner