logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ,,გაქცეულმა პრეზიდენტმა” ისევ გადააგდო მხარდამჭერები და მის ნაცვლად ლევან ვარშალომიძემ გადმოლახა საქართველოს საზღვარი
- +

31 აგვისტო. 2020. 01:24

 

 

,,გაქცეულმა პრეზიდენტმა” ისევ გადააგდო მხარდამჭერები და მის ნაცვლად ლევან ვარშალომიძემ გადმოლახა საქართველოს საზღვარი,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

,,გაქცეულმა პრეზიდენტმა” ისევ გადააგდო მხარდამჭერები და მის ნაცვლად ლევან ვარშალომიძემ გადმოლახა საქართველოს საზღვარი. მას ,,უამრავი” მომხრე დახვდა, პატარა ამბავი ხომ არა არის კაცმა პირად კომფორტზე უარი თქვა, უკრაინა ინვესტიციებით აავსო და აჭარაში დაბრუნდა, ნეტავ თუ იცნობს 2016 წლის მერე უნახავ ბათუმს, ქობულეთს და ზემო აჭარას, სადაც უამრავი ახალი სასტუმრო და საწარმო აშენდა, შუახევის ჰესი, ხელვაჩაურში ეკო დევნილებისთვის ახალი კორპუსები და ა.შ. მთავარია ახლა კარანტინი გაიაროს, არჩევნებში ისევ დამარცხდეს და მშვიდობით დაუბრუნდეს მშობლიური უკრაინას. იქ ხომ საქართველოზე გულდათუთქული მიჰა ელოდება“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner