logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი რომ იყო, ისიც ვიცოდით ბევრმა..
- +

1 სექტემბერი. 2020. 17:41

 

 

პროფესორი ზაზა სიამაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელს, ლეგენდარულ აკაკი შანიძეს სოციალურ ქსელში იხსენებს.

 

„37 წლის წინათ... 1983 წლის 1 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ლამის არ მძინებია... ჰო, მაშინ უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ ატარებდა დიდი ივანეს სახელს, ეს 5 წლის შემდეგ მოხდა, 1988 წელს... 1983 წლის 1 სექტემბერს კი უნივერსიტეტის ბაღში იმ წელს მოხვედრილები შევიკრიბეთ... გზა დაგვილოცა და სტუდენტობა მოგვილოცა 96 წლის მხნე ბერიკაცმა! ამ კაცის წიგნებით ვსწავლობდით მშობლიური ენის გრამატიკას, ამ კაცის სახელი კარგად ვიცოდით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსენელი რომ იყო, ისიც ვიცოდით ბევრმა... ქუჩიდანაც ვცნობდით, მერე დერეფანში ვხედავდით და სუნთქვაშეკრულები გზას ვუთმობდით, - ლეგენდა, ცოცხალი ლეგენდა მობრძანდებოდა.... ნათელი დაადგეს მის ხსოვნას! სადაც მოგვესალმა, იქვე დაიკრძალა... აკაკი წერეთლის დარად მის სახელსაც არ სჭირდება გვარი... ასეთი საქართველოც მახსოვს... ახლა, სხვა ხალხის ისმის ჟრიამული... არც ღირს საუბარი, რადგან მე ახლა ისევ იქ ვარ... 1983 წლის 1 სექტემბერი... 100 წლის აღესრულა! ოთხჯერ მოვესწარი მის მისალმებას... დიდი აკაკი...“ - წერს ზაზა სიამაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner