logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დათო და ირმა თქვენს გარეშეც გასცემენ საკადრის პასუხს მოღალატე-ცილისმწამებლებს!
- +

4 სექტემბერი. 2020. 02:00

 

 

„არჩევნებში მონაწილე არცერთმა პარტიამ (ქართული მარშის გარდა) ხმა არ ამოიღო და სოლიდარობა არ გამოხატა „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად!!!“ - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„იცით რას დავაკვირდი ??? არჩევნებში მონაწილე არცერთმა პარტიამ (ქართული მარშის გარდა) ხმა არ ამოიღო და სოლიდარობა არ გამოხატა „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად!!! არადა შესანიშნავად ვიცი თუ როგორ ეხმარებოდა მათ დათო და ირმა, როგორ გაუკეთა ის რომ წლები „პატრიოტთა ალიანსის“ ხმების ხარჯზე იღებდნენ სახელმწიფოსგან დაფინანსებას!!!

 

ერთ-ორს ვესაუბრე კიდეც, შევთავაზე ერთობლივი მხარდამჭერი წერილის გამოქვეყნება, მაგრამ უარი მივიღე. ზოგი „ნაც-ბოკერიას“ ლიბერასტული ოპოზიციის ალიანსში ცდილობს შეძრომას, ზოგმა პროდასავლურობას ვაწვები და იმიჯი გამიფუჭდებაო, ზოგმა ჭკუა დამარიგა-შენი კონკურენტები არიან და უაზრობაა მათი მხარდაჭერაო.

 

აი მაშინ მივხვდი, რომ უმადურობას და ფლიდობას საზღვარი არ აქვს. ჯერ ერთი “პატრიოტთა ალიანსი” კონკურენტი კი არა, მეგობარია, მეორე-ყველა არჩევნების ყოფაც ვატირე თუ უდანაშაულო ხალხს ცილს სწამებენ და მესამე - მიმიფურთხებია ყველა იმ პარტიისთვის რომელიც სისხლისმსმელ ბოკერიასთან თანამშრომლობს !!! პარლამენტში ადგილებს კი არ უნდა ითვლიდეთ, არამედ ურჯულო-ლიბერასტების დასამარცხებლად ერთიანობაზე უნდა ფიქრობდეთ !!! ლუსტრაცია სახეზეა და ყველა ფარისეველს თავისი ადგილი მიეჩინება !!! დათო და ირმა კი თქვენს გარეშეც გასცემენ საკადრის პასუხს მოღალატე-ცილისმწამებლებს !!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner