logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ და წამალაშვილმა ჭკვიანი სახეებით გვამცნეს, რომ არც სანდრო გირგვლიანი მოუკლავთ თურმე და არც მისი მკვლელები შეუწყალებია სააკაშვილს
- +

4 სექტემბერი. 2020. 13:50

 

„ახლა, როცა თქვენმა მაწანწალა ბელადმა თავად აღიარა ხალხის და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი არაერთი უმძიმესი დანაშაული. ეტყობა, მიხვდა, რომ მიქარა, ბუმერანგივით რომ მოხვდა თავში ყალბად ნათქვამი ბოდიში და - „გადამიპრავეთო“, დაავალა გოშიებს“, - ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„მთავარი ფეიკნიუს არხისა და „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორთა ერთობლივმა ნამუშევარმა გუშინ უსინდისობის ახალი რეკორდი მოხსნა. გვარამიამ და წამალაშვილმა ჭკვიანი სახეებით გვამცნეს, რომ არც სანდრო გირგვლიანი მოუკლავთ თურმე და არც მისი მკვლელები შეუწყალებია სააკაშვილს დანაშაულის დამკვეთთათვის ხელის დაფარების სანაცვლოდ, რაც არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების მიერ არის უტყუარად დადგენილი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტშიც შავით თეთრზე წერია; თურმე არც 7 ნოემბრის დემონსტრაცია დაურბევია სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს და არც „ტელეიმედი“; თურმე არ გაუძარცვავთ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი და არ მიუტაცებიათ ტელევიზია, რასაც ცივილიზებული ადამიანების ენაზე მაროდიორობა ჰქვია, სხვა თუ არაფერი; თურმე არც ამ მიტაცებული „იმედის“ სამართავად მიუვლინებია სააკაშვილს პოლიტკომისრებად გიგი უგულავა და გიორგი არველაძე; არც „მოდელირებული ქრონიკა“ გვინახავს მიტაცებული „იმედის“ ეთერიდან, რომელმაც მინიმუმ ერთი, შიშისგან გულგახეთქილი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და რომლის ავტორი დღეს სააკაშვილის უდანაშაულობაზე ბედავს ლაპარაკს ჯალათი პროკურორი გვარამიას მიერ დაფუძნებული და ბიუჯეტიდან ნაძარცვი ფულით დაფინანსებული ტელევიზიიდან; თურმე არც ვალერი გელაშვილი მიუყვანიათ სიკვდილის პირას მერაბიშვილის და კოდუას ზონდერებს სააკაშვილის პირადი ბრძანებით; არც ხალხის მილიონები უფლანგია სააკაშვილს ბოტოქსების კეთებაში, შვილის ამერიკაში სწავლასა თუ ბოცო წიკლაურის და ბელადის ამალად ქცეული „ინსტიტუტკების“ არაბულ ვოიაჟებსა და შვიდვარსკვლავიან სასტუმროებში ახალი წლის შესახვედრად. თქვენ ეს ყველაფერი მოგეჩვენათ - სანდროს საფლავზე დამხობილი ირინა ენუქიძეც, სასიკვდილოდ განწირული ვალერი გელაშვილის გადახსნილი სახე საავადმყოფოს საკაციდან, „ეშმაკის ნოტარიუსი“ ზელცერის მიერ გაყალბებული ანდერძიც, ჯოზეფ ქეიც და პრეზიდენტის თვითმფრინავით „ნაპრავაჟები“, კბენით მასაჟის ოსტატი დოქტორ დოტიც. ყველა დროის და შეფერილობის ფაშიზმის მთავარი ამოცანა - მეხსიერების წაშლა იყო, მაგრამ ზედმიწევნით კარგად უნდა დავასწავლოთ „რაიხსპროპაგანდის“ შეუმდგარ მეტრებს, რომ მართლა არავინ და არაფერია დავიწყებული. მითუმეტეს ახლა, როცა თქვენმა მაწანწალა ბელადმა თავად აღიარა ხალხის და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი არაერთი უმძიმესი დანაშაული. ეტყობა, მიხვდა, რომ მიქარა, ბუმერანგივით რომ მოხვდა თავში ყალბად ნათქვამი ბოდიში და - „გადამიპრავეთო“, დაავალა გოშიებს.

 

P.S. ჰო, მართლა, სხვათა შორის მე და თემურ ჯანაშია 1999 წლიდან, სამი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - ჩუღურეთის პროკურატურიდან რომ გადავედი, იქ დამხვდა. ოღონდ დღეს ის ნაცებისთვის „კარგი გენერალია“, მე კი - „შევარდნაძის დროინდელი“. ესაა ნაცების სტანდარტი“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner