logo_geo
eng_logo
თამარ კიკნაძე სუროგაციაზე: ამ ბიზნესით დაკავებული ზოგიერთი კომპანიისთვის ეს უდიდესი მოგების წყაროა, დედების და ბავშვების უფლებები კი დაუცველია
- +

4 სექტემბერი. 2020. 18:05

 

„რამდენიმე წლის წინ ნოტარიუსის რიგში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ქალის ნახვამ ჩემი გაკვირვება გამოიწვია. მითხრეს სუროგატი დედების საბუთებს აფორმებენო. საშინელი განწყობა დამეუფლა. უმრავლესობა უცხოელებისთვის აჩენდა შვილებს. ვიფიქრე - ეს სადამდე მივედით. სუროგაცია საქართველოში კარგა ხანია ტრეფიკინგის ერთ-ერთი წყაროა“, - ამის შესახებ იურისტი თამარ კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

იურისტი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყეტილებას და აცხადებს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში სუროგაცია მკაცრად რეგულირდება. კიკნაძე ამ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებზეც საუბრობს და ამბობს რომ ეს მათთვის შემოსავლის წყაროა. იურისტის თქმით, მკვეთრად იზრდება ბავშვის ყოლის მსურველთა უცხოელების რიცხვი სულ უფრო იზრდება. საქართველო იაფ ინკუბატორად იქცა.

 

,,ერთი მხრივ, უშვილო წყვილებისათვის ეს ბავშვის ყოლის საშუალებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველო სუროგაციის მონაცემებით და უკონტროლობით ბანანის ქვეყანას დაემსგავსა. დემოგრაფიული პრობლემის მქონე ქვყანაში, დედების თითქმის 100% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო სუროგაციის გზით, შვილის ყოლის 98% უცხოეთის მოქალაქე. ამ ბიზნესით დაკავებული ზოგიერთი კომპანიისთვის ეს უდიდესი მოგების წყაროა, დედების და ბავშვების უფლებები კი დაუცველია. კანონი არ არეგულირებს სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს, სუროგაციის რაოდენობას, ბუნებრივი მშობიარობის და საკეისრო კვეთების რაოდენობას. ხშირია გაუგებრობები და უსიამოვნებები. არავინ ფიქრობს ბავშვების და დედების ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ღმერთმა უწყის ამ ბავშვებს შემდგომში რა ბედი ეწევათ. ბავშვის ყოლის მსურველთა უცხოელების რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. საქართველო იაფ ინკუბატორად იქცა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს პროცესი კანონით მკაცრად რეგულირდება, ჩვენთან კი თვითდინებაზეა მიშვებული, ამიტომაც მივესალმები იუსტიციის მიერ შემოღებულ რეგულაციებს. ამასთან მეტი უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდა დედების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სტიმულირებაზე“, - წერს თამარ კიკნაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner