logo_geo
eng_logo
თამთა როგავა: პროპორციულ სისტემასთან მებრძოლები და მომხრეები დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას... აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“...
- +

4 სექტემბერი. 2020. 21:20

 

კახა ოქრიაშვილის პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ და „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო ბლოკად გაერთიანებას ჟურნალისტი თამთა როგავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ოქრიაშვილმა ჩააგდო პროპორციული სისტემა, ხმა მისცა წინააღმდეგ, ამბოხდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ „იბრძოდა“ მაჟორიტარული სისტემის შესაცვლელად, რომელსაც მხარს უჭერს აღნიშნული დეპუტატი. ნაცები „იბრძოდნენ“, მაგრამ არ მივიდნენ სხდომაზე და სისტემა შეიცვალა „პატრიოტთა ალიანსის“, დამოუკიდებელი დეპუტატების და „ოცნების“ ხმებით.

 

დღეს რა ხდება? - პროპორციულ სისტემასთან მებრძოლები და მომხრეები დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას... აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს მეორეს. ამათი დაიჯერება რამე?! საკუთარ ნათქვამს ისე შეასწორებენ, რომ თითქოს არც უთქვამთ.

 

აი, ბატონი კახა 2012-ში არჩევნების შემდგომ რომ „ოცნებაში“ აღმოჩნდა და პატივისცემით მიიღეს, ეს სხვა პარალელური სამყარო და ცალკე საკითხია.

 

ეს სიმახინჯეა დასანგრევი 2020წლის არჩევნებზე აუცილებლად“, - წერს თამთა როგავა.

right_banner
არქივი
right_banner