logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: მკვდარ გოგოს სული ამოუტრიალეს, დედის კვერის დაკვრით!
- +

17 სექტემბერი. 2020. 00:47

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მოდი ერთხელაც დავწერ, ამჯერად აგრესიის გარეშე შევეცდები.

 

დავწერ იმიტომ რომ ჩემთვის საყვარელ გოგოებთან შევკამათდი და ეხლა აქედან მინდა ავხსნა ის, რასაც ვფიქრობ (ვფიქრობ და არა-ვამტკიცებ, სუიციდზე)

 

ამ გოგონას სიკვდილმა ყველა დაგვაღონა. ყველა. გვაქვს ჩენი ვერსიებიც. სიმართლე არავინ ვიცით. არ დავიწყებ ახლა მე აქ გამოძიების ლანძღვას, არც ქებას.

 

რომელიმემ იცით რა ხდებოდა ამ პატარა გოგოს სულში და ტვინში?

 

არა.

 

ის შეიძლება მოკლეს და ინსცენირებაც გააკეთეს, ეს ერთმა, ღმერთმა იცის...

 

არც გამოძიება დასრულებულა ჯერ, მაგრამ აი ამ სიტყვებს რანაირად წერთ? გინდა ამ გოგოზე და გინდა სხვაზე - "ის თავს არ მოიკლავდა"!!!

 

რას ნიშნავს - „ის თავს არ მოიკლავდა?“

 

რადგან 75 000 ქონდა ანგარიშზე და წინ პერსპექტივები, რადგან პირბადე ეკეთა აფთიაქში და ესე იგი ფრთხილობდა, თუ, რადგან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თმა შეისწორა და სუფთად იყო ჩაცმული?

 

ამას როგორ წერთ ხალხო?!

 

„კი მარა ვინ იკლავს თავს დედ-მამის ჩხუბის გამო"; "ეგრე ნახევარი საქართველო თავს უნდა იკლავდეს" და ა.შ.

 

მე ვერ გეთანხმებით, რატო იცი?

 

იმიტომ რომ-ყველაზე მხიარული ადამიანიც კი შეიძლება ფიქრობდეს სიცოცხლის მოსპობაზე. იმიტომ, რომ როდესაც შენ ხარ ოპტიმისტი, გიხარია და გიყვარს სიცოცხლე და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენ, რომ ეს შენი სიცოცხლე თურმე სულაც არ არის ისეთი, როგორსაც შენ აწყობდი და რომელზეც ოცნებობდი, შეიძლება ისეთი იმედგაცრუება მიიღო, რომ წახვიდე და წერტილი დასვა.

 

ადამიანს რომელსაც არ უყვარს წუწუნი, სხვების დაზაფვრა, არის საზოგადოების სული და გული, აფრქვევს პოზიტივს, ლაღია, თავისუფალია - გიფიქრიათ რის ფასად შეიძლება უჯდებოდეს ეს ყველაფერი?

 

ისაც ხომ ამ სასტიკ დედამიწაზე ბინადრობს, ისაც ხომ ჩვენს შორისაა..

 

იქნებ ამდენმა გამოუთქმელმა დარდმა, ამდენმა მოთმინებამ ერთხელაც უმტყუნოს ჰაა?

 

ვითომ გამორიცხულია?

 

არაფერიც არ არის გამორიცხული!

 

და მერე დავდგეთ ჩვენ აქა და „აუუუ შანსი არაა ის თავს არ მოიკლავდააა...“

 

ნეტა ვინ რა იცით, ვის სულში გიცხოვრიათ...

 

იქნებ ვიღაცას სინდისი ტკიოდა და ვერ ამბობდა? ვიღაცამ მკვდარ ოცნებებს ვეღარ გაუძლო...

 

რეცეპტი არსებობს იმისა-როგორ უნდა გავუმკლავდეთ დეპრესიას, აპათიას?

 

ვიღაცას ანტიდეპრესანტი შველის, ვიღაცას მამაო და მონასტერი, ვიღაცას შვილის სიყვარული ქაჩავს, ვიღაცას სასმელი, ვიღაცას სხვას-არაფერი აღარ უნდა... და ეს ძალიან ცუდია...

 

რას გაიგებ აბა?

 

ამ ქაოსურ სამყაროში, სადაც ვირტუალური და ნაღდი ისეა აზელილი ერთმანეთში, სადაც მეფობს ფული, სადაც გამუდმებული ბრძოლაა არსებობისათვის, ვიღაცა ვერ იგებს ამ ბრძოლას...

 

ჰოო, მარცხდება.

 

საკუთარი თავის მოკვლა იმდენად აუხსნელი ფენომენია ჩემთვის, რომ დღემდე არ ვიცი ეს უდიდესი ვაჟკაცობაა თუ უდიდესი სილაჩრე. მართლა არ ვიცი.

 

მეც ჩამოვწერ ეხლა აქ ლოზუნგებს, შემიძლია, მაგრამ არ ჩამოვწერ იმიტომ, რომ როდესაც ადამიანის „რაზუმი“ ვეღარ უძლებს ამქვეყნიურ უსამართლობას, ტკივილს, სიცარიელეს, უსიყვარულობას... არაა აუცილებელი რომ ასეთ დროს ეს ადამიანი იყოს მაინდამაინც დამხობილი, ტიროდეს, ქვეყანას აგებინებდეს რომ-არიქა, თავი უნდა მოიკლას!

 

თან დღევანდელი მსოფლიოს პრობლემა ხომ დავინახეთ რაც ყოფილა: სულში ისე ჩაგიძვრებიან, კაციშვილი ნებართვას არ აიღებს! მკვდარ გოგოს სული ამოუტრიალეს, ყველგან ჩაძვრნენ, ყველა მისი საიდუმლო აქ აფრიალეს, არაფერი სუფთა და ინტიმური არ დაუტოვეს და ეს ყველაფერი მისი დედის კვერის დაკვრით და თანხმობით ხდებოდა!!!

 

ჩემთვის აქამდე უცხო ადამიანის სასიყვარულო წერილი მე წავიკითხე და მერე ვიღაცის კედელზე "ჟორამ" და "ლამარამ" ეს წერილი გაარჩიეს...

 

არ არის ადვილი ამ სამყაროში ცხოვრება და სუსტი ვერ უძლებს.

 

ხდება ეგოისტი და მიდის..

 

აღარც ღმერთზე ფიქრობს ასეთ დროს და აღარც უბედურ მშობელზე.

 

.....

 

რას ვფიქრობ ამ გოგოს სიკვდილზე?

 

არ ჰქონდა ლამაზი ბავშვობა...

 

იყო წყნარი, ჩაკეტილი ადამიანი.

 

უნდოდა ყვარებოდა და ყვარებოდათ და როდესაც მიხვდა, რომ სასიყვარულო ფრონტზე კონკურენტი გამოუჩდა, იფიქრა-წავალ სამსახურიდან, იქნებ ამან დააფიქროს ის ბიჭი და მთხოვოს დარჩიო...

 

და მან არ სთხოვა.

 

ესაც ბოლო წვეთი. მერე ადგა, წავიდა, იარა, იარა, შევიდა ერთ სოფელში, გამოვიდა, ეძებდა ადგილას, სადაც ვერავინ იპოვიდა.. და გაექცა იმ რეალობას, რომელსაც ვერაფრით შეეგუა.

 

სკანდალს არ ვეძებ, არც სუსის მანქანებს ვითვლი; ასე ვხედავ მე ამ ამბავს და შეიძლენა ვცდები.

 

----

 

რა თქმა უნდა ამის გამო "მაშინ ნახევარი საქართველო თავს უნდა იკლავდეს" - აქ არ გამოდგება იმიტომ,  რომ ვიღაც ადაპტირდება, ვიღაც-ვერ.

 

შენ უძლებ, ის-ვერ.

 

სულ ესაა.

 

მაპატიეთ თუ ვინმეს რაიმე გატკინეთ ამ პოსტით ჩემდაუნებურად.

 

ცხოვრება არ არის მშვენიერი.

 

ცხოვრება ტკივილიანია და როდესაც შენ ამ ტკივილს მარტო არ დაათრევ მაშინ გადარჩები!

 

უფალმა მაპატიოს, მაგრამ ის თამუნა მარტო იყო. ასე მგონია და ვერ გაუძლო“, - წერს ნინო ახობაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner