logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: „ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია, ტყუილია და იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ქვეყანაში სიღარიბის ზრდაზე
- +

17 სექტემბერი. 2020. 14:54

 

 

ინფორმაცია, რომელსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს გიგლა მიქაუტაძეზე დაყრდნობით, თითქოსდა გაერო-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია, არის ტყუილი და ციფრებით მანიპულაცია, რაც ერთი ერთში იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ სიცრუის და ფეიკ-პოლიტიკის ნარატივს ქვეყანაში სიღარიბის ზრდაზე“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სწორედ ამ ტყუილების და ფეიკ-პოლიტიკის ადექვატურია მთლიანად ოპოზიციის და თავად ლელოს რეიტინგიც

 

„საკვების პროგრამა (World Food Programme), WFP ის 2020 წლის კვლევაშიც ჩანს, რომლის მიხედვითაც 2012 წელთან შედარებით არასრულფასოვანი კვების დონე არა თუ გაზრდილია, პირიქით, 3 ჯერ არის შემცირებული.  WFP– ის „შიმშილის რუკა 2020“ ასახავს თითოეული ქვეყნის მოსახლეობაში არასაკმარის კვების გავრცელებას 2017-2019 წლებში. „შიმშილის რუკა“ ასახავს ინფორმაციას, გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე დიდ რისკზე და ამ რისკის ცვლილების დინამიკას წლების მიხედვით, რაც იძლევა წლების მიხედვით განვლილი პერიოდთან შედარებითი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობასაც, თუ როგორია ქვეყანაში ჯანმრთელობის რისკის ცვლილების დინამიკა. WFP–ის „2020 შიმშილობის რუკის“ მიხედვით, საქართველო, სლოვაკეთი და კვიპროსი ე.წ. ყვითელ ზონაში მოხვდა. ანუ იმ ზონაში, სადაც მოსახლეობის 5-15% არასრულფასოვნად იკვებება. მართალია, საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი 8.2%-ია, მაგრამ რადგან ბატონი მიქაუტაძე ამას ბოლო რვა წელს ანუ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირებს, შედარებისთვის, 2012 წლის შიმშილობის რუკის მიხედვით საქართველო ე.წ. ყავისფერ ზონაში იყო, ანუ იმ ქვეყნებს შორის სადაც მოსახლეობის 15-25% იკვებება არასრულფასოვნად, საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 24.7%-ი იყო, რაც 3 ჯერ მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე, უფრო ცხადი, რომ გახდეს ამ მაჩვენებელით საქართველო მაშინ ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც „ყავისფერ ზონაში“ მოხვდა, ხოლო მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე კი უკანასკნელ ათეულში, ბოლოდან მეექვსე პოზიცია ეჭირა იემენის, ჩრდილოეთ კორეის, ტაჯიკეთის, ლაოსის სახალხო რესპუბლიკის და ერაყის შემდეგ. ამასთან, 2012 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არასრულფასოვნად იკვებებოდა, არც მეტი და არც ნაკლები 1 მილიონი ადამიანი იყო! შედარებისათვის, დღეისათვის ანუ 2020 წლის მიხედვით, ეს რიცხვი 300 000 მოსახლეს უტოლდება. შესაბამისად, 3-ჯერ, ანუ 700 000 ადამიანით არის შემცირებული. სწორედ ამ ტყუილების და ფეიკ-პოლიტიკის ადეკვატურია მთლიანად ოპოზიციის და თავად ლელოს რეიტინგიც, რაც დაჯამებულადაც კი ორჯერ ჩამორჩება „ოცნების“ რეიტინგის მაჩვენებელს, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა, მათ შორის GORBI-ის კვლევის მიხედვით პროგრესი კი, რაც ქვეყანამ თუნდაც ბოლო წლებში განიცადა, თვალსაჩინოა და თუ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების გაზრდილ დაფინანსებას მივიღებთ მხედველობაში, მათ შორის ანტიკრიზისული და პოსტპანდემიური პერიოდების სოციალური ხარჯების ზრდის თვალსაზრისით, გვაქვს კარგი შანსი, უკვე მომავალ კვლევაში, შიმშილობის შედარებით დაბალ, 5 %-ზე ნაკლებ, „მწვანე ზონაშიც“ კი გადავიდეთ“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner