logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: კორონას გამო, შენიანს, ქართველს საქონელს ნუღარ დაუძახებ რაა!
- +

17 სექტემბერი. 2020. 21:12

 

 

სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„არავის ჭკუის დამრიგებლად არ გამოვდგები. არც თქვენ ხართ პატარები... ვწერ იმას, რაც არ მომწონს-ხოლმე. ვცდილობ კორექტული ვიყო, ზოგჯერ არ გამომდის...

 

იცით რამ გამაოგნაა?

 

აი მავანთა პოსტებმა, რომლებიც ეხებოდა ადამიანებს ვინც წელს ზღვაზე წავიდა ან ქორწილი გადაიხადა და ა.შ.

 

საშინლად მოქმედებს ჩემზე (თქვენი არ ვიცი) როცა ვინმე წერს ისტერიულად:

 

"ხომ ვერ ამოიყორეს მუცელი!"

 

"რა მოხდებოდა ახლა წელს არ წამოპლაკულიყო პლიაჟზე"!

 

"და არ ჩაეცეცხლა ის შილაფლავი"!

 

"აი მაგათი ბრალია აქ ქორწილები და ღრეობები რო მოუნდათ! ღორები"!

 

"პირბადე არ ეკეთა საქონელს"!

 

"ნახირი დადიოდა ქუჩაში"!

 

და ა.შ.

 

ქორწილი ერთხელაა ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ასე სჯერა ადამიანს, რომელიც ქორწინდება და ეს დღე უბედნიერესია მისთვის.

 

ვინ მოგცა შენ უფლება აქ შემოხვიდე და თავზე გადაარწყიო იმ ხალხს?

 

ვინმემ უთხრაა-არ გაშალოთ სუფრაო?

 

კარანტინის მერე გამოვიდა ხალხი ქუჩაში,  გადაღლილი, დასტრესილი. ცხოვრება დაუბრუნდა ძველ რიტმს თითქოს...ახალგაზრდებმა სიცოცხლე რომ უხარიათ, დაიწყეს გართობა...

 

აბა მე ქუდი რო შემიგდო, ღამის კლუბში რა შემიყვანს? ისედაც არ მიყვარს, დისკოტეკაზე სულ ერთხელ ვარ ნამყოფი და გული წამივიდა მახსოვს იმ ხმაურში!

 

ჰო, მოიხსნა ზოგმა პირბადე, ვიღაცამ შეგნებულად, ვიღაცამ შეუგნებლად, ეს მოსალოდნელიც იყო...

 

და აქ ჩვენ, ეს ამხელა ქალები და კაცები დავმდგარვართ და -ბნელებოოო იიიი...

 

არ ვიცი როგორ უნდა მეშინოდეს სიკვდილის, რომ ამ მასიური ტესტირების დროს, რადგან უამრავ ადამიანს აღმოაჩნდა ეს კორონა, შემოვიდე და დაგცოფოთ, გეძახოთ საქონლები, უკულტუროები, "გულაობის გიჟები"-ვციტირებ.

 

რა დაგემართათ ხალხო, ერთი ასეთი ამბავი იყო ატეხილი აღდგომა ღამეს და მეორე ახლა...

 

დამშვიდდით, ნორმალური ადამიანი თქვენ ცხვირ-პირში არ შეგაფურთხებთ და ნუ ახლა თუ სადმე აიკიდებთ ამ ვირუსს, ცოტას იავადმყოფებთ და გამოკეთდებით.

 

კაცმა არ იცის სად შეიძლება გადაგედოთ და ვისგან.

 

მე მასე ყველაზე ცოტა დროით მიწევს ამ პირბადის ტარება, მაღაზიაში ან აფთიაქში. სულ ესაა ჩემი სამოძრაო ტრაექტორია, მაგრამ მეცოდება ადამიანები, ვისაც მთელი დღე უწევთ ამის ტარება. მაგალითად ექიმები. ხელი ამიწევია მათ წინაშე, ყოჩაღ რაა.

 

-----

 

ვიღაც იქნება კანონმორჩილი, ვიღაცა აუცილებლად კიდევ სადღაც მოიხსნის ან არ გაიკეთებს ამ პირბადეს და ამის გამო შენიანს, ქართველს საქონელს ნუღარ დაუძახებ რაა!

 

თან როდესაც თავი კულტურულ ადამიანად მოგაქვს.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

 

არსად არ წავა ეს კორონა და ჩვენ ვრჩებით!

 

ვიღაცას შეგვხვდება, ვიღაცას-არა.

 

ნუ წყევლით მექორწილეებს, მათთვის ეს დღე დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო.

 

მადლობა უფალს, სიკვდილიანობამაც იკლო

 

არ გინდათ ეს "მეორე იტალია" და მესამე ესპანეთი...“ - წერს ნინო ახობაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner