logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ამორალურია წინასაარჩევნოდ მედიკამენტებზე ფასების განახევრება
- +

17 სექტემბერი. 2020. 21:49

 

 

„ოქრიაშვილი მშობლიურ პარტიას დაუბრუნდა და „ენმ“-მა წამლების ფასებს 2-ჯერ გავაიაფებთო. აქამდე რა გიშლიდათ ხელს?“ - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყველა ქსელში მიზერულ ხელფასებზე ამუშავებენ აფთიაქების თანამშრომლებს.

 

არადა, პროვიზორები იმსახურებენ გაცილებით მეტ პროფესიულ დაფასებას. სიმწრით გაგეცინებათ და მათი ანაზღაურება 350-450 ლარის ფარგლებშია.

 

ხშირად ეს მიზერული ხელფასიც ვერ მიაქვთ სახლში. ვიცი შემთხვევები, როცა აფთიაქში დანაკლისის გამო ხელფასებს უკავებენ.

 

წელს, პანდემიის საწყის ეტაპზე, აფთიაქთა ერთ-ერთ ქსელში მაისის თვის ხელფასები გაუნახევრეს პერსონალს, უჭირს კომპანიასო. შემდეგ კიდევ რაღაც თანხები არ დაარიცხეს.

 

ის კომპანიები, რომლებიც თავად აწარმოებენ მედიკამენტებს, ავალდებულებენ ფილიალებს, მათი წამლები გაყიდონ. გეგმები აქვთ. თუ გეგმებს ვერ ასრულებენ, ასევე უქვითავენ.

 

იგივე მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ ბანკების ქვედა რგოლის სპეციალისტები, საწვავის გასამართი სადგურების და ჰიპერმარკეტების გამყიდველები. სუპერმარკეტებშიც დაქვითვები ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

თუმცა, თუ საწვავზე და სურსათზე ფასნამატი დიდი არაა, წამლებზე ძალიან კარგად ვიცით, რომ 300-500%-ს ამატებენ.

 

ამიტომაა ამორალური წინასაარჩევნოდ მედიკამენტებზე ფასების განახევრება იმ პარტიის მხრიდან, რომელის მმართველობის დროსაც შეიქმნა ეს მონოპოლიური მონსტრები.

 

წამლები კი არა, 7-ლარიანი ხორცი, ზუსტად ერთ დღე-ღამეში, კორუფციული სქემით, 25 ლარი გახადეთ.

 

სანამ თქვენ ხელისუფლებაში მოხვალთ, მე ჩინურის სწავლას დავიწყებ, თქვენ მანამდე აფთიაქების პერსონალს ხელფასები მოუმატეთ, წამლებზე ფასების განახევრების მაგივრად. თუ გენანებათ, რასაც უხდით, იმას მაინც ნუღარ უქვითავთ.

 

გეყოფათ პოპულიზმი და ლოზუნგები, ეკონომიკურად დასაბუთებული პროგრამები წარმოადგინეთ!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner