logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: მსოფლიო სავალუტო ფონდს, ბანკს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსწონს აქ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და ბოკერიას არა?!
- +

18 სექტემბერი. 2020. 16:43

 

 

პროფესორი ედიშერ გვენეტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ნათელია, რომ ხელისუფლებამ მიუხედავად უმძიმესი სიტუაციისა, შეძლო წარმოედგინა ის გეგმა, რომლითაც ხდება შესაძლებლობის ფარგლებში ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციიდან გამოყვანა.

 

„რასაც ეს უბადრუკი ბოკერია და მისი რაზმი აკეთებს ახლა პარლამენტში, ეს არის გამართლება ბრძნული შეგონებისა: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“. მაგრამ საქმე შემდეგშია ხავსი აღარ შემორჩათ ამ დემაგოგიის კლასიკოსებს! ნათელია, რომ ხელისუფლებამ მიუხედავად უმძიმესი სიტუაციისა, შეძლო წარმოედგინა ის გეგმა რომლითაც ხდება შესაძლებლობის ფარგლებში ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციიდან გამოყვანა! მსოფლიო სავალუტო ფონდს, ბანკს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსწონს აქ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და ბოკერიას არა?! არადა თავად იყო ეგ პოლიტიკური ავაზაკი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ცხრაწლიანი ყოველგვარი უბედურების! ისე ბოკერია, რომ დაიწყებს ვინმეს კრიტიკას და ისიც ეკონომიკაზე, მართლაც ეშმაკი დასჩხავის თავს ამ ქვეყანას! მაგრამ ასეთ სიტუაციაში ეშმაკის მოცილების სავსებით უვნებელი ხერხი არსებობს!

ეს არის 31 ოქტომბერს საქართველოს ელექტორატის მიერ ხელში აღებული ქაღალდის ტყვია სახელად ბიულეტენი.

 

ჰოდა, ჩავაჯინოთ მიზანში!“ - აღნიშნავს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner