logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ოპოზიცია“ ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობს…
- +

19 სექტემბერი. 2020. 13:55

 

 

„ახლა რედაქციაში ვუსმენ ნათია თურნავას გამოსვლას პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ვარ, ადვილად დავინახე, რომ ქვეყანა არა მხოლოდ რეალურად უმკლავდება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს (ბევრ ჩვენზე ძლიერ ქვეყანაში ვარდნა 10%-ს შეადგენს), არამედ წინსვლის გარკვეული პერსპექტივებიც არის,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

„მე უბრალოდ მინდა მცირე პოლიტიკური შეფასება გავაკეთო: ამ ე.წ. “ოოოოოპოზიციას“, რომელიც ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიის და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობენ, ურჩევნიათ ეს გამოსვლა გადაახვიონ, დააკონსპექტონ და 2024 წლამდე იმეცადინონ. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ დასკვნას აკეთებს,“ – წერს ჟურნალისტი.

 

ნათია თურნავა სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner