logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: კახა კალაძის სახელი ოქროს ასოებით ამოეტვიფრა მსოფლიო ისტორიას!
- +

20 სექტემბერი. 2020. 20:04

 

„კახი, მე შენ მიყვარხარ, მეამაყები! გმადლობთ, ნახვამდის!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა კახი კალაძეზე წერს.

 

„ღმერთმა ხომ იცის, არც ძვირადღირებული საჩუქარი მიმიღია შენგან და არც იაფფასიანი. არც არასდროს არაფერი გითხოვია და დაგივალებია ჩემთვის, ეს სიყვარული და ჩემი თანადგომაც რაოდენ გულწრფელია ყველაზე კარგად შენ იცი. სულ რომ ათი ათასი ჭორი მოგიგონონ, (მოუგონებიათ კიდეც) სულ რომ ათასი სიბინძურე დაგაბრალონ (დაუბრალებიათ კიდეც), სულ რომ ათასი ,,ჩორტი,, ჩააგდონ ჩვენს შორის (ჩაუგდიათ კიდეც),შენ დარჩები ყველაზე წარმატებულ ქართველად მსოფლიოში, ყველაზე პატარა ქვეყნის, პატარა რეგიონში გაზრდილი ბიჭი, რომელმაც საკუთარი თავდაუზოგავი შრომით მიაღწია წარმატებას და სიმდიდრეს. არც არაფერი მოუპარავს, არც არავინ დაუყაჩაღებია, არც წაუგლეჯია. მილიონობით მაყურებელი უკრავდა სტადიონზე გასულ კალაძეს ტაშს, არცერთი პოლიტიკოსის გვარი არ ახსენდება, არც ერთ უცხოელს ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ როგორც კი საქართველოს ახსენებენ, კალას სამშობლოაო თვალები უბრწყინავთ. გავა დრო, შენ, მე, სხვები დაავიწყდება ისტორიას, გავქრებით ,მაგრამ კახა კალაძე ოქროს ასოებით ამოეტვიფრა მსოფლიო ისტორიას!

 

კახი, მე შენ მიყვარხარ, მეამაყები! გმადლობთ, ნახვამდის!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

right_banner
არქივი
right_banner