logo_geo
eng_logo
გოჩა ხუნდაძე: ჯანის სიმრთელე და წარმატებები მინდა ვუსურვო 69 წლის თამაზ ჩიქვანაიას
- +

22 სექტემბერი. 2020. 23:28

 

ჟურნალისტი გოჩა ხუნდაძე, კოლეგას თამაზ ჩიქვანაიას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს თამაზ ჩიქვანაიას დაბადების დღეა. ჩვენმა მეგობრობამ კარგა ხანია, ნახევარსაუკუნოვან მიჯნას გადააბიჯა. ამ ხნის მანძილზე სასიამოვნოც ბევრი გვქონია და არც ტკივილი მოგვკლებია. ასე მოვედით დღემდე: ერთგულებით, ურთიერთპატივისცემით, სიყვარულით. ჯანის სიმრთელე და წარმატებები მინდა ვუსურვო 69 წლის თამაზ ჩიქვანაიას, მრავალჟამიერ!“ - წერს გოჩა ხუნდაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner