logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ქალბატონი გიული არ იყო წარმოდგენილი, მიხვდნენ სუპერ ქაჯობა გამოვიდოდა “პოლიტიკური საოჯახო ბიზნესი”
- +

24 სექტემბერი. 2020. 00:08

 

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას “ნაცკლასტერი“ ამუნათებდა – ერთის გარდა, სულ მამაკაცები რატომ წარმოადგინეს?

 

თავად “ნაცებმა” კი წარმოადგინეს მხოლოდ სამი ქალი – ნანული ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე და ნატო ჩხეიძე [მაჭუტაძის კანტორა], 1/3. ქალბატონი გიული არ იყო წარმოდგენილი. ბოლოს მიხვდნენ თუ რა სუპერ ქაჯობა გამოვიდოდა “პოლიტიკური საოჯახო ბიზნესი”.

 

აჭარის უზენაეს საბჭოში კანდიდატები კი სულ მამაკაცები.

 

„ნაცების“ რამდენიმე კანდიდატი მეორე ტურში, სავარაუდოდ გავა, უმეტესობა პირველივე ტურში ჩაფლავდება“, - წერს გია აბაშიძე. 

 

right_banner
არქივი
right_banner