logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: ამათ რა ეშველებათ - ვაშაძესა და ყუბანეიშვილს?!
- +

24 სექტემბერი. 2020. 13:40

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის სარეკლამო კლიპებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რამდენად წინ წავსულვართ:

 

თუ ოციოდე წლის წინათ ყუბანეიშვილის „ლექსებს" ნაგვის ურნებზე აწერდნენ, დღეს ისინი გიორგი ვაშაძის საარჩევნო კლიპებს „ამშვენებენ“.

 

მერედა, რა „ლექსები“?!

 

„როგორც ღვინოს თავსახური,

ხალხს სჭირდება სამსახური“.

 

როგორია?!

 

მართალია, ღვინის სახურავი სისულელეა, მაგრამ ამ უაზრობას „მაღალი მხატვრული ხარისხი“ ამართლებს.

***

ღვინოს ეშველება - ბოთლში ჩავასხამთ და თავსაც დავახურავთ, მაგრამ ამათ რა ეშველებათ - ვაშაძესა და ყუბანეიშვილს?!

***

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მაინც არ დაერქმიათ?!

 

რა სტრატეგია?!

რა აღმაშენებელი?!“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner